Monday, October 6, 2014

სასწავლო პროექტი: ჩემი სკოლის ხელოვანთა კლუბი

1.პროექტის სახელწოდება: ჩემი სკოლის ხელოვანთა კლუბი.
2.პროექტის მთავარი იდეა: ხელოვანთა კლუბის დაარსება, სკოლის მასშტაბით იმ მოსწავლეთა ვინაობის დადგენა, რომელთაც შეუძლიათ ცეკვა სიმღერა და სახვითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა დამოუკიდებლად, მათი  ასაკის გათვალისწინებით.
3.პროექტის აქტუალურობა: სკოლაში ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება პროექტის შედეგები.
4.პროექტის მიზნები: შემდეგი უნარების გამომუშავება:
ა)მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება
ბ)საღი მსჯელობის უნარის აღქმა
გ)ნასწავლი მასალის გამოყენება
5.მოსწავლეთა ასაკი: VII კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები: სურათები, წერილობითი ნაშრომი ან ფორმატზე გამზადებული ვენის დიაგრამა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწერი საშუალებანი,ფორმატი,ფერადი ფანქრები, შესაძლებელია ფარგალი.სოციალური ქსელი.
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოპოვება გამოკითხვის გზით. საკუთარი სასწავლო საჭიროებისა და წარმოდგენის მონიტორინგი.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასათან კავშირი:
სწორად იყენებს სიმრავლეთა თეორიის ცნებებს და შესაბამის აღნიშვნებს სასრულ სიმრავლეებზე.შეუძლია ოპერაციების(გაერთიანება, თანაკვეთით) სასრულ სიმრავლეთა
შორის მიმართების, ელემენტსა და სიმრავლეს შორის მიმართების გამოსახვა.
11.პროექტის ხელმძღვანელი:მ.ყიფიანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marokipiani@gmail.com.
13.პროექტის ვებ-გვერდი ბლოგიhttp://marosblogi9876.blogspot.com/

No comments:

Post a Comment